დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - ელჩებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა აქცენტი საგარეო პოლიტიკაზე გააკეთა, ხოლო პრემიერმა, ძირითადად, შიდა პოლიტიკაზე ისაუბრა
ავტორი:
2014/აგვისტო/07 22:00:02
ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აქცენტი საგარეო პოლიტიკაზე გააკეთა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ძირითადად, შიდა პოლიტიკაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ამბასადორიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, გაეჟღერებინათ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და რომ რუსეთის ინტერესებშია ჰყავდეს სტაბილური, სერიოზული და დემოკრატიული მეზობელი.
როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესებშია, საქართველო იყოს დემოკრატიული, სტაბილური და განვითარებული და ეს იყო მისი ძირითადი გზავნილი. "დიდი დრო დავუთმეთ რუსეთთან ურთიერთობაზე საუბარს. პრეზიდენტმა აღნიშნა ის წარმატება, რომელიც ჰქონდა კარასინ-აბაშიძის ფორმატს და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში იგივე პროგრესი არ არის. მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ჩვენ შიში უნდა გავუფანტოთ ყველას, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული", - განაცხადა მაია ფანჯიძიძემ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ელჩებთან, ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრა 45 წუთი იყო დაგეგმილი, თუმცა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერმა ძირითადად შიდა პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ შიდა პოლიტიკა არის ის საფუძველი, რომლის წარმატებაზეც არის დამოკიდებული საგარეო პოლიტიკის წარმატება.
"რა საკვირველია, ჩვენ ყველა მას ამაში ვეთანხმებით. პრემიერმა ვრცლად მიმოიხილა ის რეფორმები და სიახლეები, რაც არის ქვეყანაში. მან ყველა შეკითხვას უპასუხა საოცარი გულწრფელობით და კომპეტენტურობით, საქმისადმი საოცარი ერთგულებით და სიყვარულით. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება ადამიანებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის. მან თქვა, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რაღაც კარგი გავუკეთოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამბასადორიალი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 4 აგვისტოს გაიხსნა და დღეს დაიხურა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია