დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/07 20:00:02
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა "ამბასადორიალი 2014"-ის დასკვნით სამუშაო დღეს ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და მთავრობის გასული წლის მიღწევები შეაჯამა.
თქვენ ახლა გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, თქვენი ქვეყნისთვის გააკეთოთ სასიკეთო საქმეები, - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარმატებით ჩატარებულ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მისი განმარტებით, საქართველოს ისტორიაში პირველად, 21 ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება რეალურ დემოკრატიას აშენებს.
პრემიერმა ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების განმტკიცებისა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი დიპლომატების კითხვებს უპასუხა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია