დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2014 წლის უკრაინის მოვლენებს შორის კავშირი ნათელია
ავტორი:
2014/აგვისტო/07 18:30:02
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2014 წლის უკრაინის მოვლენებს შორის კავშირი ნათელია. ამით პრეზიდენტი გამოეხმაურა კითხვას, აგვისტოს ომის 6 წლისთავზე დღეს რა რეალობაა ქვეყანაში.
"დღეს რეალობა გვაქვს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ფაქტობრივად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 2008 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მოხდა 2014 წელიც. ჩვენ ნათლად ვხედავთ კავშირს ამ ორ მოვლენას შორის - იმ აგრესიას და ოკუპაციას შორის, რომელიც მოხდა 2008-ში და 2014-ში მომხდარ უკრაინის მოვლენებს შორის არსებობს ნათელი კავშირი. არსებობს ნათელი საჭიროება საერთაშორისო თვალსაზრისით ყველა კეთილი ნების ქვეყნის მხრისგან, რომ დააფიქსიროს თავისი მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშრებით, რაც მოხდა საქართველოში, როგორ მოხდა ჩვენი ოკუპაცია, ამ ოკუპაციის ფონზე მერე მოხდა ორი რეგიონის აღიარება კვაზი სახელმწიფოებად, რომელსაც ზურგი შეაქცია და უარი უთხრა მთელმა მსოფლიომ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ყოველ წელს საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. "შესაბამისად, მტკიცე პოზიცია, რომელიც უნდა გვეკავოს საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა გვეკავოს უკრაინასთან მიმართებაში, ყირიმთან მიმართებაში, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ რეალობამდე, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა, ორივე დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა იქნება ისევ დამოუკიდებელი, იქნებიან მშვდობიანი და კეთილმეზობლური განწყობით თავისი პარტნიორების მიმართ", - განაცხადა მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია