დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის რომელ ქუჩებზე იმოქმედებს 6 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვა - "თელასის" განცხადება 
ავტორი:
2014/აგვისტო/06 17:30:02
სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება 6 აგვისტოს დროებით შეიზღუდება. გთავაზობთ "თელასის" მიერ გავრცელებულ ქუჩების ჩამონათვალს.

სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3 I მიკრორაიონის და მოსკოვის გამზირის II კვარტლის 140 აბონენტს.

ქვესადგურში „დიდი ნავთლუღი“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების 30 აბონენტს.

გლდანის რაიონი
ქვესადგურში „მუხიანი“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის 1719 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I mიკრორაიონის 527 აბონენტს.

საბურთალოს რაიონი
ქვესადგურში „დიღომი-2“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის ქუჩების 9961 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის 103 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის და თამარაშვილის ქუჩების 145 აბონენტს.

ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების 291 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 510 აბონენტს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის ქუჩის 145 აბონენტს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), მახინჯაურის, ლეჩხუმის, ნოსტეს, უიარაღოს, ჩოდრიშვილის, კახიანის და მიმდებარე ქუჩების 853 აბონენტს.

დიდუბის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის 646 აბონენტს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ბროსეს და კრწანისის ქუჩების 1066 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია