დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ამაშუკელი ამაბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2014/აგვისტო/06 16:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა.
ამბასადორიალის მე-6 პანელზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს ეხებოდა, გიორგი ამაშუკელმა იმ ძირითადი მიმართულებებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
გიორგი ამაშუკელმა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის ეფექტურ გამოყენებასა და ამ კუთხით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, გზების რეკონსტრუქცია და ახალი მონაკვეთების მშენებლობა ტურიზმის განვითარებასა და კერძო ინვესტიციების შემოდინებას უწყობს ხელს, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
გიორგი ამაშუკელმა დამსწრე საზოგადოებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე და დასრულებული მშენებლობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ, ბოლო წლებში, მშენებლობის ტემპებსა და დაფინანსების წყაროების ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც სამინისტრო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და თანადაფინანსების საფუძველზე ახორციელებს, რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რაც რეგიონებს ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და კერძო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
გიორგი ამაშუკელმა, ასევე, ისაუბრა, მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებულ 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, შესაბამის პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს და ადგენს საჭირო პირობებს, ქვეყნის რეგიონების დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია