დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს განმარტავს
ავტორი:
2014/აგვისტო/06 14:30:02
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე განმარტავს, რას გულისხმობს აზერბაიჯანის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები. როგორც თეიმურაზ შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აზერბაიჯანში შემოღებულია ე.წ. "ევრო 4"-ის სტანდარტი, რაც გულისხმობს 2006 წლამდე გამოშვებული ავტოტრანსპორტის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვას. ელჩის თქმით, შეზღუდვა მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება დადებს გარკვეულ საგარანტიო თანხას და თუ ექნება აზერბაიჯანის მოქალაქის საგარანტიო წერილი.
"აზერბაიჯანი არ არის პირველი ქვეყანა, სადაც ეს სტანდარტი მოქმედებს. იგივე არის თურქეთშიც. არანაირი პრობლემები ამით ორმხრივ ურთიერთობებს არ ექმნება. ხდება ჩვეულებრივი, შიდა რეგულაცია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ ეს წესები. რა საკვირველია, კარგი იქნება თუ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეყოლება უახლესი ავტოტრანსპორტი და დაუბრკოლებლად გადალახავს საზღვარს, თუ არა, მოუწევთ იმ რეგულაციებით ხელმძღვანელობა, რომელიც დაწესებულია", - აღნიშნა შარაშენიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია