დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - სერიოზული სამუშაოა დარჩენილი, რათა ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება სასურველ შედეგამდე მივიყვანოთ
ავტორი:
2014/აგვისტო/06 10:30:02
ჯერ კიდევ სერიოზული სამუშაოა დარჩენილი, რათა ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება სასურველ შედეგამდე მივიყვანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს დიპლომატიურ კოსრპუსთან შეხვედრის წინ განუცხადა.
ამბასადორიალის მესამე დღეს განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა სწორედ ევროინტეგრაცისთან დაკავშირებული საკითხებია.
"ჩვენ ვისაუბრებთ უახლოეს გეგმებზე, გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან. გვაქვს ძალიან სერიოზული ამოცანები. გვსურს, ელჩებთან ერთად გავიაროთ ის მთავარი გზავნილი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მათთვის იქნება სახელმძღვანელო ადგილობრივ ხელისუფლებებთან სამუშაოდ. ახლოვდება ნატო-ს სამიტი. ჯერ კიდევ სერიოზული სამუშაო გვაქვს დარჩენილი, რათა ნატო-ს გადაწყვეტილება ჩვენს სასურველ შედეგამდე მივიყვანით", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა ელჩებათან შეხვედრის დაწყებამდე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია