დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამბასადორიალის მონაწილეებს ხვალ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან
ავტორი:
2014/აგვისტო/05 21:00:02
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მონაწილეებს ხვალ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იქნება. ამბასადორიალის მონაწილეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი შეხვდება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიპლომატებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. დიპლომატებს პარლამენტის როლზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გაესაუბრებიან.
სამუშაო სესიაზე საუბარი შეეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებსა და ამ საკითხში საგარეო საქმეთა სამინისტროს როლსაც. ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შეხვდებიან.
ხვალვე, მე-7 სამუშაო პანელზე ამბასადორიალის მონაწილეები საქართველოს კულტურული და ჰუმანიტარული განვითარების საკითხებსა და ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრებენ. ქართველ დიპლომატებს საკუთარ პრიორიტეტებსა და ხედვებს გააცნობენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი. ქართველ დიპლომატებს ასევე შეხვდებიან სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია