დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ამბასადორიალის ფარგლებში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/აგვისტო/05 19:30:02
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში ხვალ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ელჩებს გააცნობენ საკუთარ მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე საშინაო პოლიტიკისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე.
აღნიშნულ სამუშაო პანელს ასევე დაესწრებიან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეები მოისმენენ ექსპერტების მოსაზრებებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია