დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორული სტაჟირების მონაწილე სტუდენტებს შეხვდება
ავტორი:
2014/აგვისტო/04 10:00:02
დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტები დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს შეხვდებიან.
შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", 15:00 საათზე გაიმართება.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქვეყნიდან გადინებული ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის მიზნით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან" ერთად ახორციელებს დიასპორული სტაჟირების პროექტს. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს საჯარო სამსახურებში მიმდინარე საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკას, იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოში ამჟამად არსებობს. აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ქართველ ახალგაზრდებს წინასწარ გაიარონ ადაპტაცია საქართველოში არსებულ გარემოსთან, რათა დაბრუნების დროს სამშობლოში მათი რეინტეგრაცია უფრო გაიოლდეს. პროექტის ფარგლებში 40-მდე სტუდენტი ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე ერთი თვეა გადიან პრაქტიკას, სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანიზაციებში", - აცხადებენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია