დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ისინი ცდილობენ მაქსიმალურად თავი დაიძვრინონ და თავი აარიდონ მართლმსაჯულებას
ავტორი:
2014/აგვისტო/03 15:30:02
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო ბევრად საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბეშუმში მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებებისა და ბიძინა ივანიშვილის თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.
"მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო ჯერ კიდევ ბევრად საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა. ის, რაც სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში ხდება, მე დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მართლაც ავანტიურისტული პოლიტიკით და მისი ქმედებებით, პირველი ესკალაცია ჩვენს ქვეყანაში მოხდებოდა. სწორედ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში არ იქნებოდა სტაბილურობა, მაშინ, როცა სააკაშვილი იყო გაქცეული ქვეყნიდან, ვგულისხმობ 90-იან წლებს, 20 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ადამიანზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში ზრუნავდა ქვეყანაზე, არ შეიძლება რაიმე სხვაგვარი შეფასება გააკეთო. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად თავი დაიძვრინონ და თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, მაგრამ მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, არ არსებობს ქვეყანა, რომ სამართალი არ აღდგეს. ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენა და ეს პროცესი იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამის გარანტი მე ვარ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია