დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერი კომპენსაციას ჰპირდება ყველა ოჯახს, რომლის ნაკვეთებიც ჰესების გამო იქნება ათვისებული
ავტორი:
2014/აგვისტო/03 14:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ოჯახს, რომლის ნაკვეთებიც ჰესების გამო იქნება ათვისებული, კომპენსაციას ჰპირდება, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა ბეშუმში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"მე კარგად ვიცი, რომ გაწუხებთ ჰესების მშენებლობის საკითხი, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ყველა დეტალს შევისწავლით, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ისე, რომ არავის, არც ერთ ოჯახს, არც ერთ სოფელს არ მიადგეს ზიანი. მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, პირადად მე არასოდეს გავაკეთებთ იმას, რაც ზიანს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. მე მინდა, ამის გჯეროდეთ და ჩვენ ამას საქმით დაგიმტკიცებთ. გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ არ გქონდეთ შეშფოთების საფუძველი. კომპენსაციას მიიღებს ყველა, ვისი სავარგულებიც ჰესების მშენებლობის ტერიტორიაზეა განთავსებული. გპირდებით, ყველა ოჯახი მიიღებს კომპენსაციას, რომლის ნაკვეთებიც ჰესების გამო იქნება ათვისებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია