დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია - ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან, ვინც მზად არის ჩვენთან ერთად 24-საათიანი მუშაობისთვის
ავტორი:
2014/აგვისტო/02 16:00:02
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ თანამშრომელთან, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად 24 საათიანი მუშაობისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის დასახელების შემდეგ განაცხადა.
ნარმანია დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ნადირაშვილმა მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, არ დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ.
"ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი უფლება არ აქვს მიუთითოს თბილისის მერიის თანამშრომლებს დატოვონ თუ არა თანამდებობები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ადამიანთან, თანამშრომელთან, რომელიც იცნობს ჩვენს პროგრამას და მზად არის ჩვენთან ერთად 24-საათიანი მუშაობისთვის, კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა და პროფესიონალია", - განაცხადა ნარმანიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, არ დაწერენ განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია