დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - მეშინია, საქართველო რუსეთის წინაშე სხვა მეზობლების გარეშე, დაუცველი არ დარჩეს
ავტორი:
2014/აგვისტო/01 22:30:02
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აზერბაიჯანთან ურთიერთობებში ბოლო თვეების განმავლობაში შექმნილი ფონი აშფოთებს. როგორც სააკაშვილი აშშ-დან აცხადებს, ეშინია, რომ საქართველო რუსეთის წინაშე სხვა მეზობლების გარეშე, დაუცველი არ დარჩეს. "ის, რომ პროვოკაცია მოაწყეს გუშინ ბაქოში, თავისთავად არის აღმაშფოთებელი, მაგრამ ყველაზე მეტად შემაშფოთებელია საერთო კონტექსტი, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან. როცა რუსეთმა გაგვითიშა გაზი და დენი, აზერბაიჯანის მეშვეობითYგადავრჩით. აზერბაიჯანი დაგვეხმარა რამდენჯერმე ისე, რომ ვერც მოვყვები ჯერჯერობით - უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ რუსული პროვოკაციების პოლიგონად აქციეს საქართველო. ის, რომ როცა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ და მარგველაშვილთან ჰქონდათ სამთავრობოთაშორისი შეხვედრა, არც ერთი ქართველი მინისტრი არ მივიდა, დიპლომატიურ და ყველანაირ ენაზე არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი მთავარი მოკავშირეების. ის, რომ რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის აეროპორტში ქართველ დეპუტატებს ქართველმა სპეცსამსახურებმა მოუწყვეს პროვოკაცია, გადაახტდნენ თავზე აზერბაიჯანელებს და მერე დარბოდნენ და ქრთამებს სთავაზობდნენ ვიღაცებს, რომ ტყუილი დაედასტურებინათ და ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილი ცდილობს აზერბაიჯანულ უწყებებს, განსაკუთრებით გადაზიდვების სფეროში თავზე დაასვას თავისი ახლო ნათესავი, ვინმე უჩა (გეგონება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე კი არ არის საუბარი, არამედ ერთ კერძო ოლიგარქსა და მეორე სახელმწიფოზე), ამ ყველაფრის სამწუხარო შედეგებს ვიმკით ახლა ჩვენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინა დისტანცირება უკრაინისგან, მთელი ამ თვეების განმავლობაში შევიქმენით წარმოუდგენელი პრობლემები აზერბაიჯანთან და სერიოზული საკითხები დგას თურქეთთან ურთიერთობებშიც. "მაშინ ვის ამარა და ვის იმედზე ვრჩებით?! განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში ასეთი კრიტიკის ქარცეცხლი წამოვიდა დასავლეთიდან?! მითხარით, ეს ყველაფერი ვისი თამაშია და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს?! 1921 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველომ დაკარგა თავის მეზობლებთან კავშირი და ყველა სათითაოდ დაიპყრო რუსებმა, საქართველო დარჩა სრულიად დაუცველი. მე არ მინდა, რომ 21-ე საუკუნეში იგივე სისულელეები განმეორდეს", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია