დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ავტორი:
2014/აგვისტო/01 21:00:02
ცოტა ხნის წინ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირველმა პირებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მომავალი პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ინციდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას, ჩხუბი მოხდა. "აზერისპორტის" ცნობით, მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.
"ჩიხურა" – "ნეფთჩის" განმეორებითი მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია