დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - გაეროს ანგარიში საყურადღებო და მნიშნელოვანია
ავტორი:
2014/აგვისტო/01 20:00:02
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ.
ბესელიას თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით მეოთხე პერიოდული მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომიტეტი 2008 წლის ომის დროს ან მის შემდეგ მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების ნელი ტემპით შეშფოთებულია. მისივე განცხადებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დარღვევებში უკანონო დაკავების, ადამიანების გატაცების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები იგულისხმება.
"გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შეფასებით, ქონების მითვისებისა და განადგურების ფაქტები, შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც სამხედრო ან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოძიების არასაკმარისი პროგრესი. ანგარიში საყურადღებო და მნიშნელოვანია. საყურადღებო რეკომენდაციები აქვს გაეროს, ძალიან კარგია ეს დასკვნა. ჟენევაში ამ მოხსენების წარდგენის დროს, პოზიტიური შეფასებები მიიღო საქართველოს მთავრობამ. გასათვალისწინებელია ის რეკომენდაციები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას ეხება. ამ ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ უნდა დაჩქარდეს", – განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია