დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - გაერო-ს განცხადება ცივი შხაპი იქნება მათთვის, ვისაც გონია, რომ უნდა შევწყვიტოთ ფიქრი დანაშაულის გამოძიებაზე
ავტორი:
2014/აგვისტო/01 12:30:02
გაერო-ს განცხადება ცივი შხაპი იქნება მათთვის, ვისაც გონია, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ფიქრი დანაშაულის გამოძიებაზე და იფიქროს მარტო ნათელ მომავალზე , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, გაერო-ს ადამიანის უფელბათა დაცვის კომიტეტი ყველაზე ობიექტური ორგანიზაციაა და მათი შეფასება მნიშვნელოვანია.
,,ეს არის პასუხი ჩვენი ოპონენტებისთვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არავითარი წამება საქართველოში არ ყოფილა და არის გადაცდომები. ფაქტობრივად, უპასუხეს შამათავას შემთხვევასაც. საქმე ის არის, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ყველაზე უფრო მოუსყიდავი და ობიექტური ორგანიზაციაა. მარტო პოლიტიკოსების განცხადებები - "არ ჩაიდონოთ" და "გამოიძიეთ" არ არის საკმარისი. "წარსულისკენ ნუ იხედებით" არის პოლიტიკური ლაპარაკი, სამართლებრივი ლაპარაკია - "ყველა დანაშაულს თავისი უნდა მიეზღოს". მე სამართლის მომხრე ვარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოში ზოგიერთი გამოძიება ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ ძირითად შენიშვნებში. ანგარიშში ჩამოთვლილია რამდენიმე საქმე:
"ა) თბილისის N 5 ციხის ბუნტის დროს, სამართალდამცავების და/ან ციხის ოფიცრების მიერ 2006 წლის მარტში, გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე; ბ) პატიმრებთან არასათანადო მოპყრობაზე თბილისის გლდანის ციხეში, ქსნის მეთხუთმეტე საპყრობილეში, ქუთაისის მეორე, რუსთავის მეექვსე და ზუგდიდის მეოთხე ციხეებში; გ) 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაზე; ასევე, ინციდენტებზე მერეთში (2012 წლის 26 ივნისი), კარალეთში (2012 წლის 12 ივლისი), როდესაც ჟურნალისტები ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს", - აღნიშნულია ანგარიშში.
კომიტეტი ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ წამებისა და არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ბრალდებებს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების) მიხედვით და არა სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის პირველი პარაგრაფის (წამების), ამავე მუხლის მესამე პარაგრაფის (არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის) მიხედვით.
"მმართველია პარტია ვალდებულია, ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო კანონდარღვევების, მათ შორის, პოლიციისა და სხვა სამართალდამცავების მიერ წამების, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოსაძიებლად, ბოლომდე მიიყვანოს ეს გამოძიებები ნებისმიერი გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, გაასამართლოს დამნაშავეები და დამნაშავეებად ცნობის შემთხვევაში, მათი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი სანქციები დაუწესოს მათ და მსხვერპლები ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია