დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სექტემბრიდან საპარლამენტო კომიტეტების სხდომები თბილისში არსებულ შენობაში ჩატარდება
ავტორი:
2014/ივლისი/31 17:30:02
სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობას თბილისში არსებულ შენობაში შეუდგება, სადაც მხოლოდ კომიტეტის სხდომები გაიმართება. რაც შეეხება პლენარულ სხდომებს, მას დეპუტატები ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ჩაატარებენ.
პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის განცხადებით, თბილისში გადასასვლელად მზადება გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. "სექტემბრიდან საკომიტეტო მუშაობა თბილისში უნდა დაიწყოს. ასეთია გრაფიკი. რაც შეეხება პლენარულ სხდომებს, ის ქუთაისში მდებარე შენობაში ჩატარდება. ჩვენ ამით კონსტიტუციის დარღვევას არ ვაპირებთ", - აღნიშნა მარაქველიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
გრაფიკის მიხედვით თბილისში თავდაპირველად კომიტეტების აპარატები გადავლენ, ხოლო ამის შემდეგ გადასვლისათვის მზადებას პარლმენტის პარატის თანამშრომლები დაიწყებენ.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია