დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი სიგუა - თუ გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, პრობლემა არ არის
ავტორი:
2014/ივლისი/30 23:30:02
გიორგი კვირიკაშვილი თუ თვლის, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, პრობლემა არ არის, არ ვიმუშავებ, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.
გიორგი სიგუამ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გათავისუფლებული არ არის თანამდებობიდან, მას უბრალოდ შეტყობინება გაუგზავნეს.
"ჯერჯერობით ვმუშაობ და ვარ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი. ეს თანამდებობა და ზოგადად ჩინოვნიკობა პრობლემას უფრო მეტს მიქმნის, ვიდრე მოაქვს ჩემთვის სიხარული, ბედნიერება და კომფორტი. თუ მე წავალ ამ თანამდებობიდან და არ ვიმუშავებ, ერთადერთი, რაზეც ძალიან მაგრად დამწყდება გული, ეს იქნება ის არაჩვეულებრივი და ფანტასტიური გუნდი, რომელიც მყავს მე. მე ამ ხალხით ვამაყობ. ჩემი ხელმძღვანელი არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თუ ის თვლის, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ და არ გამოვა, არავითარი პრობლემა არ არის, არ ვიმუშავებ", - აღნიშნა სიგუამ.
მისივე თქმით, ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი, თუ ბრძანება დაიწერა, ის შეიძლება გასაჩივრდეს კიდეც. "თეორიულად გეუბნებით რა შეიძლება გაკეთდეს, თუმცა მე რას გავაკეთებ, ეგ მარტო მე ვიცი და თქვენ არ გეტყვით", - მიმართა ჟურნალისტებს სიგუამ.
მისივე აზრით, არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ მოიშალო ნერვები, დაუპირისპირდე იმ ადამიანებს, რომელთა მხარდამხარაც ბევრი რამე გიკეთებია.
გიორგი სიგუას თქმით, მისი რეკომენდატორი ამ თანამდებობაზე არის მისი ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ტრიპოლსკი, რომელიც მისთვის "პრაქტიკულად მამობილია". "ვინც მე გამაცნო და მიმიყვანა გიორგი კვირიკაშვილთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან, იყო ირაკლი ტრიპოლსკი", - დასძინა მან.
სიგუას განცხადებით, თუ მას ექნება არჩევანი "კაზანტიპსა" და თანამდებობას შორის, ის "კაზანტიპს" აირჩევს, რადგან ის გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუას თანამდებობიდან 4 აგვისტოდან გათავისუფლდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია