დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ვოლსკი ლაშა თორდიას იმპიჩმენტს არ გამორიცხავს
ავტორი:
2014/ივლისი/30 21:00:02
იმ შემთხვევაში თუკი აუდიტის სამსახურის საქმიანობაში კრიმინალის ფაქტები დაფიქსირდება, შეიძლება ლაშა თორდიას მიმართ იმპიჩმენტი განხორციელდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული, თუმცა ის დამატებით შესწავლას საჭიროებს.
"პარლამენტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს აუდიტის სამსახურის საქმიანობა ნიშნავს იმას, რომ პროკურატურაც მათ შორის და სხვა დაინტერესებული უწყებებიც ვალდებული არიან, რეაგირება მოახდინონ ამაზე", - აღნიშნა ვოლსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენადა მოსალოდნელია აუდიტის სამსახურის უფროსის იმპიჩმენტი, ვოლსკის თქმით, გამორიცხული არ არის. "იმპიჩმენტის გარკვეული პირობები არსებობს, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. ასე რომ, დაველოდოთ რეაგირებას შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის პროკურატურიდან",-განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტში დღეს აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესახებ დასკვნას განიხილავდნენ, რომლის მიხედვით, აღნიშნული დაწესებულების 2013 წლის საქმიანობა უარყოფითადაა შეფასებული.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია