დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბორის იაროშევიჩი - მედიის დონე ნამდვილად გაიზარდა საქართველოში
ავტორი:
2014/ივლისი/30 16:30:02
სასტუმრო "რედისონში" სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: ჩღღჩ საქართველო, "ინტერნიუს- საქართველო" და "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგები შეაჯამეს.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპმა გახსნეს.
როგორც ბორის იაროშევიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირი და გაერო უკვე ხუთი წელია ახორციელებენ ამ პროექტს.
"დღეს უკვე მოვიდა დრო, რომ ეს პროგრამა დავხუროთ და ვნახოთ რა შედეგები გამოიღო ჩვენმა დახმარებამ. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ შედეგები ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ, რომ მედიის დონე ნამდვილად გაიზარდა საქართველოში და ახალი ამბები არის გაცილებით დაბალანსებული, ვიდრე ეს იყო ადრე. მართალია, მედიასთან დაკავშირებული რაღაც საკითხები დარჩა, როგორც ყოველთვის ხდება, მაგრამ საქართველოს მედია დინამიურად ვითარდება და მზად ვართ მომავალშიც შევუწყოთ ხელი ამ პროცესს", - განაცხადა იაროშევიჩმა.
გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპმა კი განაცხადა, რომ ნამდივლად უნდა მიულოცონ ქართულ მედიას ის დიდი წარმატება, რომელსაც მან წლების მანძილზე მიაღწია.
"ჩვენ ვხედავთ რამდენდად გაიზარდა მედიის დაბალანსებულობა, ახალი ამბების ხარისხი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია დარჩენილი და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გავგრძელოთ მუშაობა. ჩვენი მიზანი იყო საქართველოში განვითარებულიყო დემოკრატიული ინსტიტუტები, დამყარებულიყო ურთიერთკავშირი მედიასა და საზოგადოებას შორის. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში ჩატარებულიყო თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნები", - განაცხადა შომბი შარპმა.
მედიამონიტორინგი აკვირდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების გაშუქებას ორმოცამდე ტელე, რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებებში. ანგარიშები მოიცავს 2014 წლის 15 აპრილიდან 30 ივნისამდე დროის მონაკვეთს.
მონიტორინგი ჩატარდა ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია