დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ავტორი:
2014/ივლისი/29 22:30:02
61 მომხრე 9 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის სოციალური რეკლამის შესახებ პროექტში. კერძოდ, კომერციულ და საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით სხვდასხვა ვალდებულებები გააჩნიათ. კომერციული მაუწყებელი ვალდებულია სოციალური რეკლამა თავის ეთერში საათში ერთხელ, 90 წამი განათავსოს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიმიტი ყოველ საათში სამოცი წამია. კანონპროექტში ჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით მსგავსი ინიციატივით შეუძლიათ ისარგებლონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძის განცხადებით, კანონპროექტში მხოლოდ ეს ცვლილება შედის, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოებსაც ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური მესიჯები გააჩნიათ საზოგადოების მიმართ, ამიტომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა, კომერციული და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეს ლიმიტები გამოიყენონ.
"ჩვენ შეგვაქვს ცვლილება, რომ ასეთი ჩანაწერით შეუძლიათ ისარგებლონ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებსაც. ცვლილების მიზანია ის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებსაც აქვთ გარკვეული სათქმელი სოციალური რეკლამის სახით საზოგადოების მიმართ. ამიტომ თუ უფასოდ შეუძლიათ ასეთი მესიჯებით ისარგებლოს ყველა სხვამ, ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ შეუძლია ამით ისარგებლოს ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.









წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია