დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს
ავტორი:
2014/ივლისი/29 19:00:02
პარლამენტის კომიტეტებში დღეს სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით მეცნიერ-აკადემიკოსების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს.
პროექტი პარლამენტს აკადემიკოსების - თამაზ გამყრელიძის, ჯონი ხეცურიანის, მზექალა შანიძისა და გუჩა კვარაცხელიას, ასევე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების - ავთანდილ არაბულისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატ ლევან ღვინჯილიას სახელით წარედგინა.
მომხსენებელ ავთანდილ არაბულის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად სახელმწიფო ენის დაცვასა და ენის კონსტიტუციური სტატუსის განმტკიცებას ისახავს და სახელმწიფო ენის დაცვის სპეციალიზებულ ინსტიტუტებად სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედ სახელმწიფო კომისიას განსაზღვრავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია