დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკონომიკის სამინისტრომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების სამწლიანი გეგმა წარადგინა
ავტორი:
2014/ივლისი/29 18:30:02
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 49-ე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების სამწლიანი გეგმა წარადგინა.
როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა, შეთანხმების აღმასრულებელი გეგმა არის ყოვლისმომცველი და მაქსიმალურად მოიცავს ყველა უწყების განსახორციელებელ ღონისძიებებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აქ საუბარია იმ რეფორმების გაგრძელებაზე, რომელიც უკვე დაწყებული აქვს მთავრობას და ასევე ახალი რეფორმების განხორციელებაზე.
"ამ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ყველა შესაბამისმა უწყებამ და გათვალისწინებულია ასევე გამჭვირვალობის მექანიზმები, რაც გულისხმობს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას იმპლემენტაციის პროცესში. ჩვენ სექტემბრიდან უკვე შევქმნით ორ ფორმატს, ერთი იქნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრის მაოდგილეების და დეპარტამენტის უფროსების დონეზე იმუშავებს და მეორე ფორმატი იქნება საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ჩართული იქნება როგორც არასამთავრობო, ასევე ბიზნეს სექტორი, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, სამი წლის შემდეგ მთავრობა იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ისნტიტუტები იქნება უფრო ძლიერი და, შესაბამისად, ქვეყნის საკანონმდებლო სფერო იქნება დაახლოებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე იქნება მეტი ქართული პროდუქცია, რომელიც იქნება ევროსტანდარტრის.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია