დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისს შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი სტუმრობს
ავტორი:
2014/ივლისი/28 09:00:02
თბილისს სენატორ ფილიპო ლომბარდის ხელმძღვანელობით, შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი სტუმრობს.
დელეგაცია დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან, საქართველო-შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ეკა ბესელიასთან და მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებთან. ასევე შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.
29 ივლისს შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი სოფელ დიდ ხურვალეთსა და დიცში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. ამის შემდეგ შვეიცარიის დელეგაცია მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რესეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია