დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მღებრიშვილი - ვეცდები, მაქსიმალურად შედეგი დავდო
ავტორი:
2014/ივლისი/26 20:00:02
უნდა მივიდე სისტემაში და გავეცნო თანამშრომლებს, დავაიდენტიფიცირო ყველა ის პრობლემა, რომელიც არის და ამის შემდეგ დაიგეგმება საკითხები თუ რა აწუხებს სასჯელაღსრულების სისტემას, - აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
მღებრიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დაწყებისას აპირებს გაერკვეს ამ საკითხებში რომელიც დროულ მოგვარებას საჭიროებს.
,,ამ ეტაპზე მე არა ვარ საქმეში ბოლომდე ჩახედული, ამიტომ უნდა მივიდე სისტემაში და გავეცნო თანამშრომლებს. დავაიდენტიფიცირო ყველა ის პრობლემა, რომელიც არის და ამის შემდეგ უკვე დაიგეგმება ის საკითხები თუ რა აწუხებს ამ სისტემას. გარწმუნებთ, რომ ვეცდები, მაქსიმალურად შედეგი დავდო", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საკანონმდებლო ორგანომ დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია