დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს - ბიძინა ივანიშვილმა თქვენთან დიდი მოკითხვა დამაბარა
ავტორი:
2014/ივლისი/26 14:30:02
ბიძინა ივანიშვილმა დამაბარა დიდი მოკითხვა თქვენთან, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას.
"ქალბატონო ჩიორა, თქვენს კითხვებზე, რა დამავალა ბიძინა ივანიშვილმა - მან დამაბარა დიდი მოკითხვა თქვენთან", - მიმართა პრემიერმა დეპუტატს. ღარიბაშვილის ამ რეპლიკას დარბაზში ტაში და სიცილი მოჰყვა.
მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა პრემიერს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
"დაგავალათ თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, არასოდეს არ თქვათ, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი, რომ ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მტერი. დაგავალათ თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება გამოგეყენებინათ საარჩევნოდ, აპირებთ თუ არა ბოდიშის მოხდას, ვინ აგებს პასუხს მაყურებლების ხელით ციხეებში გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეზე თქვენი მთავრობიდან", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია