დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერმა პარლამენტს განახლებული პროგრამა - ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" წარუდგინა
ავტორი:
2014/ივლისი/26 13:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის განახლებული პროგრამა - ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" წარუდგინა.
როგორც პრემიერმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პროგრამა ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განახლებული გუნდით და ახალი ენერგიით შესრულდება.
"ეს პროგრამა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმაა, ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი კი ერთნაირად გვეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. პროგრამა, რა თქმა უნდა, ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გაცხადებული ჰქონდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენი პროგრამა ეყრდნობა საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო პატივისცემას. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის და გეგმვისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ძლიერი, ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დემოკრატიულ რეფორმებს შეუქცევადი ხასიათი მიეღო. პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა; სახელმწიფო ორგანოები დაბალანსებულად მუშაობენ; დაიწყო რეალური თვითმმართველობის მშენებლობის პროცესი, რაც, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალია საქართველოსთვის; მართლმსაჯულების სფეროში ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა; რეალობად იქცა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობა ქვეყანაში; უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება; დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება.
საქართველოში დაიწყო და გრძელდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების განვითარება. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესი შეუქცევადი გახდა; მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა სახელმწიფო - დაცულია აბსოლუტურად ყველა მოქალაქე. დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემების მშენებლობა.
პოლიცია გათავისუფლებულია პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მისი ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. ერთ-ერთი პრიორიტეტია პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონიერების, პროპორციულობის, თანასწორობისა და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას. გაიზრდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია