დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" შტაბი დღეს დედაქალაქს საარჩევნო სააგიტაციო მასალისგან გაწმენდს
ავტორი:
2014/ივლისი/26 10:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბი დღეს დასუფთავების აქციას გამართავს და დედაქალაქს საარჩევნო კამპანიისას განთავსებული სააგიტაციო მასალისგან გაწმენდს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შტაბიდან აცნობეს, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის არჩეული მერი დავით ნარმანია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
გარდა საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოთხოვნისა, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი, ამიტომაც, 26 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბი ვაწყობთ დასუფთავების აქციას, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს საარჩევნო კამპანიისას განთავსებული სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ.
მივმართავთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდეს აქციას და თბილისი სააგიტაციო მასალისგან გავათავისუფლოთ",-ნათქვამია განცხადებაში.
აქცია დედაქალაქის მასშტაბით 11:00 საათზე დაიწყება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია