დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით შავლიაშვილს დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს
ავტორი:
2014/ივლისი/25 19:00:02
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ დავით შავლიაშვილს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, დავით შავლიაშვილმა კომიტეტის წევრებთან სამოქმედო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ქმედითი ხელშეწყობა რჩება. მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სამინისტრო, პროექტების კოორდინაციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მიდგომების დანერგვის მიზნით, დონორებთან არსებულ ურთიერთობებს უფრო ეფექტიანად გამოიყენებს.
დავით შავლიაშვილმა, სხვა კანდიდატებთან ერთად, დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას ხვალ, პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია