დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტების მიმართულებით არსებობს პროგრესი
ავტორი:
2014/ივლისი/25 14:00:02
კონფლიქტების მიმართულებით არსებობს პროგრესი, თუმცა არადამაკმაყოფილებელი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის , ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად კმაყოფილებაზე საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არ შეიძლება.
"კონფლიქტების მიმართულებით არსებობს პროგრესი, თუმცა არადამაკმაყოფილებელი და ვიდრე საბოლოოდ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება მოსახლეობის ინტეგრაცია, მანამდე კმაყოფილებით არ შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აშკარად არსებობს დინამიკა, პროგრესი. ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი სამშვიდობო პოლიტიკა - სიმშვიდემ დაისადგურა მხარეთა შორის ურთიერთობებში, არ არის აგრესიული რიტორიკა და ერთმანეთის მხარეებში ძებნა გარკვეული უარყოფითი ფაქტებისა, რაც შემდეგ პროპაგანდად შეიძლება იქნას გამოყენებული", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, სიმშვიდე, ნდობის აღდგენის ეტაპი, რაც ჩვენს შორის არსებობს, აშკარად ხელს უწყობს მოსახლეობას შორის ურთიერთობის აღდგენას. "გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის გადაადგილება დანარჩენ საქართველოში იმ სიკეთეების მოსაპოვებლად, რასაც მათ ჩვენ ვთავაზობთ – ეს პირველ რიგში ჯანდაცვას შეეხება. ინტერესი გაჩნდა უმაღლესი განათლების მიღებისა და ბიზნესის წარმოების მიმართ, რასაც გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ. გვაქვს სხვადასხვა სტრატეგიული ხედვა, როგორ შეიძლება ამ საკითხებისთვის მეტი დინამიკის შეძენა. ასე, რომ იდეალური ვითარება ნამდვილად არ არის, მაგრამ ვითარება კონტროლს ექვემდებარება", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია