დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - ქვეყანა დღეს სწორი მიმართულებით მიდის
ავტორი:
2014/ივლისი/25 12:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, გასულ წლებში საქართველოს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა ნატო-ში გაწევრიანების, თუმცა დღეს ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.
როგორც პეტრიაშვილმა საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება.
პეტრიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაიანაში "ბოინგ 777"-ის ჩამოგდების ფაქტზე და შემთხვევა 11 სექტემბრის ტერაქტს შეადარა.
,,უკრაინაში "ბოინგ 777"-ის ჩამოგდება, რომელიც "მალაიზიურ ავიახაზებს" ეკუთვნოდა, 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული ტერაქტის ტოლფასია", -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პარლამენტში კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია