დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ
ავტორი:
2014/ივლისი/25 11:30:02
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უსმენენ. კომიტეტის სხდომებზე სამინისტროებში განხორციელებულ ცვლილებებსა და პრიორიტეტებზე მინისტრობის კანდიდატები საუბრობენ.
როგორც მინისტრობის კანდიდატები აცხადებენ, სამინისტროებში მუშაობის პრინციპები არ იცვლება და იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს.
,,დღეს პარლამენტში მოვედით იმიტომ, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმები და მივიღოთ პარლამენტისგან ნდობა. ჯანდაცვის სამინისტროში არ იცვლება მთავარი სტრატეგია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კი სამინისტროს მუშაობის ორი წელი შეაფასა. მან ამ პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა.
,,ახალი ხელისუფლება უკვე ორი წელია რაც ქვეყნის სათავეშია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ სასიკეთო გაკეთდა. დღეს წარმოდგენილია მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და მას პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
დიასპორის მინისტრობის კანდიდატისთვის კი მთავარი პრიორიტეტი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და მათი პრობლემებია. როგორც გელა დუმბაძე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, სამინისტროს მუშაობის პრინციპები უკვე გათვლილია.
,,ჩვენი სტრატეგია არის იმ მოთხოვნათა ზუსტ შესაბამისობაში რაც არსებობს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგია არის ღრმად გააზრებული მეცნიერულ დონეზე რაც გამყარებულია მრავალი პროგრამით", - აცხადებს გელა დუმბაძე.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას ხვალ რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია