დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ბატონ ბიძინას სურვილი რომ ჰქონოდა აქტიურად ემართა მთავრობა, რატომ გადაწყვეტდა გასულიყო აქტიური პოლიტიკიდან
ავტორი:
2014/ივლისი/23 22:30:02
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მისი წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში კულუარებიდან ჩართული არაა და ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს.
როგორც ღარიბაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში", აღნიშნულ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა შეფასებების პასუხად განაცხადა, ივანიშვილისგან მხოლოდ რჩევებს იღებს.
"მათ აბსურდულ ლოგიკას რომ გავყვეთ – ბატონ ბიძინას რომ სურვილი ჰქონოდა აქტიურად ემართა მთავრობა, მაშინ რატომ გადაწყვეტდა გასულიყო აქტიური პოლიტიკიდან?! ესაა მიზანმიმართულად აგორებული კამპანია, წარმოაჩინონ, რომ ბატონი ბიძინა არ წასულა პოლიტიკიდან. მაგრამ მინდა განვაცხადო, რაც არ დამიმალავს. მე ბატონ ბიძინასთან მქონდა ურთიერთობა 10 წლის განმავლობაში და ადამიანთან, რომელმაც ჩემს განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია, რა თქმა უნდა, მაქვს კომუნიკაცია. ასევე არ ვერიდები იმის თქმას, რომ როცა საჭიროდ მიმაჩნია ვეკითხები რჩევას და აზრს მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, როცა მთავრობის მეთაურებს ასეთი ადამიანები ჰყავთ, ესაა დიდი კომფორტი. "როცა არსებობენ ასეთი ადამიანები და როცა ასეთი მრჩევლები ჰყავთ მეთაურებს, ესაა კომფორტი. მომავალშიც ასე გაგრძელდება და ამაში ვერ ვხედავ ვერაფერს უჩვეულოს. რჩევების გარეშე ადამიანი უშვებს ბევრ შეცდომას", - აღნიშნა პრემიერმა.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია