დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - მართალია, პუტინის პოლიტიკა არ მოგვწონს, მაგრამ დოსტოევსკის, რუსულ არხებს და ენას თავი დავანებოთ
ავტორი:
2014/ივლისი/23 14:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი უაზროს და არასწორს უწოდებს დეპუტატ გიორგი ბარამიძის მოსაზრებას რუსული არხების აკრძალვასთან დაკავშირებით.
დეპუტატის განცხადებით, მსგავსი ინიციატივა ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია და თვითონ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა რუსული არხების ნახვის სურვილი.
"საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მსმენია, რომ რომელიმე საკითხი წყდებოდეს ინფორმაციის ჩახშობით და აკრძალვით. თავის დროზე, ამას აკეთებდნენ "ნაციონალები". ეს არის წარმოუდგენელი სისულელე და შეურაცხყოფა ქართველი მაყურებლის. საზოგადოება თურმე ვერ გაერკვევა ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი და ამას თურმე ბარამიძე გადაწყვეტს. იქნებ რაიმე წიგნებიც აეკრძალა. მახსოვს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, ისეთი წინადადებებიც მოდიოდა, რომ გარკვეული წიგნები არ წაიკითხოს ხალხმა. ამ ტიპის აკრძალვა არის შეუთავსებელი ევროპულ პერსპექტივასთან. მე მაგალითად რუსულ არხებს არ ვუყურებ, მაგრამ მაპატიეთ და არც ქართული არხების ყურებით არ ვიკლავ თავს. ყველა არ ცხოვრობს ტელევიზიით და თუ ვინმეს უნდა რუსული არხი მან უნდა მიიღოს რუსული არხი. ეს არის სისულელელ და არასწორი. მართალია, რუსეთის და პუტინის პოლიტიკა არ მოგვწონს, მაგრამ დოსტოევსკის, რუსულ არხებს და ენას თავი დავანებოთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ბერძენიშვილმა



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია