დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირმა ნადირაშვილი - ჩემი ოჯახის წევრს 10 000 ლარიანი პრემია არასდროს აუღია
ავტორი:
2014/ივლისი/22 21:30:02
ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ფინანთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებას, მისი მეუღლის მიერ 10 ათასლარიანი პრემიის აღების თაობაზე, ტყუილს უწოდებს.
როგორც ნადირაშვილმა, უმცირესობის სხდომაზე, ხადურის პასუხად განაცხადა, მისი ოჯახის წევრს არასდროს 10 000 ლარიანი პრემია არ აუღია. "თქვენ იტყუებით! ჩემი ოჯახის წევრს არასდროს 10 000 ლარიანი პრემია არ აუღია. თუ თქვენ ყველა თვეს შეკრიბავთ და რამეს იზამთ, ეგ არ ვიცი. მიხედეთ საკუთარ ცოლის დას, თქვენთან რომ მუშაობს", - მიმართა ხადურს ირმა ნადირაშვილმა.
ამასთან, ნადირაშვილის ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორს აღებული აქვს პრემია 130 000 ლარის ფარგლებში, აქედან ერთჯერადად, დეკემბერში - 38 000 ლარი, ხოლო მის მოადგილეებს - 90 ათასი ლარის ფარგლებში. "აქედან დეკემბრის თვეში 5 კაცზე წყალმომარაგების კომპანიაში გაწერილია 600 ათასი ლარი პრემია", – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ხადურთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრაზე ურთიერთბრალდებებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ერთ-ერთ თემად მაღალჩინოსნებზე გაცემული პრემიებისა და ხელფასების ოდენობების საკითხი იქცა.
დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ხადურს სთხოვა განემარტა, რამდენად ეთიკური იყო, ბიუჯეტის 700 მილიონით გარღვევის პირობებში ბიუროკრატიას ხელფასების და პრემიების სახით გეგმით გათვალისწინებულზე 7 მილიონით მეტი აეღო.
ხადურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პრემიები შემცირებულია 11 მილიონი ლარით. "როცა თქვენი ოჯახის წევრი 10 ათას ლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?!", - მიმართა ხადურმა ნადირაშვილს და დააზუსტა, რომ ამ ოდენობის პრემია მის მეუღლეს გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას ჰქონდა აღებული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია