დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მხარს დაუჭერს
ავტორი:
2014/ივლისი/22 20:00:03
პრემიერ მინისტრის მიერ დასახელებული მთავრობის ახალი შემადგენლობის ნაწილს დეპუტატები არ იცნობენ. როგორც უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განცუხადა, აუცილებელია მათ ჯერ პარლამენტში მოუსმინონ, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ დეპუტატები მინისტრთა ახალ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ.
"ეს ადამიანები მოვლენ პარლამენტში და ჩვენ მათ მოვუსმენთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ ნაწილს მე საერთოდ არ ვიცნობ. ამიტომ მთავარია, რას მოვისმენთ მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვის დროს. ამის შესაბამისად ყველა გავაკეთებთ დასკვნებსაც. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მთავრობას და არა ერთ კონკრეტულ მინისტრს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რადგან პარლამენტი ნდობას უცხადებს პრემიერს და ასევე მთავრობის შემადგენლობის იმ ნაწილს, რომელსაც ვიცნობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ახლებთან დაკავშირებით იქნება რამე პრობლემა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია