დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - საელჩოს ახალ მინისტრებთანაც კარგი თანამშრომლობა ექნება
ავტორი:
2014/ივლისი/22 18:00:02
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საელჩოს ახალ მინისტრებთანაც კარგი თანამშრომლობა ექნება მომავალში.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებებს კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შესანიშნავი თანამშრომლობა ჰქონდათ ყოფილ მინისტრებთანაც.
"ველით, რომ ახალ მინისტრებთან გვექნება შეხვედრა მას შემდეგ, რაც მათ დაასახელებენ და მოხდება მათი დამტკიცება. პოლიტიკური სეზონის დასრულების შემდეგ კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს მთავრობას, რომ უფრო ინტენსიურად წარმართოს ეკონომიკური დღის წესრიგი, მოახდინოს საინვესტიციო გარემოს სტაბილიზება და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, საელჩო მოხარულია ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით და მოლოდინი აქვს, რომ ახალ მინისტრებთან მომავალში ექნებათ კარგი თანამშრომლობა.
ეს განცხადება რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო "ბეტსში" გააკეთა, სადაც ელჩი დებატების სერიაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების დაჯილდოებას ესწრება. რიჩარდ ნორლანდი სერტიფიკატებს ფინალისტებს და დებატების ყველა მონაწილეს პირადად გადასცემს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია