დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ჩემი მხრიდან, უხერხულია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შეფასება
ავტორი:
2014/ივლისი/22 12:00:02
ჩემი მხრიდან, მე მგონი, უხერხულია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შეფასება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა.
"ეს ადამიანები, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, არიან ჩვენი გუნდის წევრები, მათ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს ძალიან რთულ დროში და ისინი ჩვენი მეგობრები არიან და მე მათ ძალიან ვაფასებ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განიხილება ვაკანტური სამინისტროების ხელმძღვანელების თანამდებობებზე, ასევე ის, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში მომავალში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია