დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალეკო ელისაშვილი - "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა
ავტორი:
2014/ივლისი/21 18:30:02
"ქართულმა ოცნებამ" ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, საკრებულოს უმრავლესობის მიერ თავმჯდომარის მოადგილის ორ პოსტზე ისევ "ქართული ოცნების" დეპუტატების დანიშვნასთან დაკავშირებით. ელისაშვილის თქმით, სააკაშვილის დროსაც კი დემოკრატიულად და ზრდილობის გულისათვის ოპოზიციას რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ.
"ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თანამდებობების 100% აიღო. "ქართულ ოცნებას" არჩევნები 100%-ით არ მოუგია. ასე რომ, საქმისთვის უფრო მართებული იქნებოდა, ოპოზიციისთვის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი მაინც შეეთავაზებინათ. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, სარევიზიო კომისიის არაფერი გამეგება, ამის ამბიცია ნამდვილად არ ამქვს. ძალიან ცუდი და ძალიან დასანანია, პირველ რიგში "ქართული ოცნებისათვის" და, ზოგადად, ქალაქისთვის, როდესაც საკრებულო ასე იწყებს მუშაობას", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოში ერთპიროვნულ გადაწყვეტილების მიღებას თავიდან აიცილებენ, რადგან დედაქალაქი ისეთი პრობლემების წინაშე დგას, რომ მარტო "ქართული ოცნების" იდეები ვერ გავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია