ფოთში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასზე"".
ფესტივალის გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი ისრაელის სახელით მოასპარეზე ვიტალი გოლოდი გახდა.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს ცნობილი ქართველი მოჭადრაკის მშობლიურმა ქალაქმა წელს უკვე მეცხრედ უმასპინძლა და მასში 450-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ჩატარდა. ფესტივალი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ფოთის საჭადრაკო სკოლისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით ჩატარდა.
წყარო:
interpressnews.ge