დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა გოგალაძე - რა ხარვეზები იყო, ეს პრემიერისგან უნდა გავიგოთ
ავტორი:
2014/ივლისი/21 16:30:02
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე მიიჩნევს, რომ მისი მინისტრობის დროს სამინისტროში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა.
როგორც გოგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თუ რა ხარვეზები იყო და რა არ მოსწონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამას მთავრობის მეთაური თავად განმარტავს.
"რა ხარვეზები იყო და რა არ მოსწონდა პრემიერს, ეს პრემიერისგან უნდა გავიგოთ. მე ვთვლი, რომ წელიწადისა და 9 თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა კარგი, საკმაოდ ბევრი ცვლილება დაიწყო. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს სასიკეთო რეფორმები სატყეო სექტორში იყო, თუ სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით, ასევე გაგრძელდება გუჯას მინისტრობის პერიოდში და ასევე მჯერა, რომ ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მეწვოდა", - განაცხადა ხათუნა გოგალაძე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ხათუნა გოგალაძე გარემოს დაცვის მინისტრობიდან გათავისუფლდა, მის ადგილს კი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაიკავებს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. აქედან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია