დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფილიპ დიმიტროვი - საქართველოს უფლება აქვს ევროკავშირისკენ ისწრაფოდეს
ავტორი:
2014/ივლისი/21 11:00:03
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. კონფერენციაზე განიხილება საქართველოს პროგრესის შეფასება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ.
როგორც ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და აქვს უფლება ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ. მისივე განმარტებით, ვიშეგრადის ქვეყნები ევროკავშირისკენ სწრაფვის კარგი მაგალითი იყო და ეს გამოცდილება საქართველომ უნდა გაიზიაროს.
"ვიშეგრადის ქვეყანების ჯგუფი ეს იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც მაგალითი მისცა, აჩვენა ქვეყნების მოძრაობის შესაძლებლობა ევროპისაკენ, ეს იყო სამაგალითო. პრაქტიკულად, იყო მომენტები, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ეტაპზე გამოიყურებოდა როგორც ბრწყინვალე, კარგი მოსწავლე, მაგრამ მუდმივი და კარგი მაგალითი იყო ვიშეგრადის ჯგუფი. სწორედ, ამ მიზეზის გამო ეს კონფერენცია ეძღვნება საპარლამენტო ასპექტს, ვიშეგრადის ქვეყნების მიღწევების და ამით განპირობებულია მისი დიდი მნიშვნელობა. ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელმაც 10 წლის მანძილზე ასეთი პროგრესს მიაღწია, აქვს უფლება ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ და როგორ ან რა ფორმით, ამას უკვე გვიჩვენებს მომავალი", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ გახსნა. კონფერენციაზე გაიმართება მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის საზედამხედველო როლი, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზები და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია