დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაქარია ქუცნაშვილი - ასოცირების შეთანხმება ცხინვალის რეგიონისთვის საბოლოო სახელწოდების შერჩევის თავისუფლებას ტოვებს
ავტორი:
2014/ივლისი/21 10:30:02
ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ცხინვალის რეგიონისთვის საბოლოო სახელწოდების შერჩევის თავისუფლებას ტოვებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. როგორც ქუცნაშვილი განმარტავს, ასოცირების შეთანხმების პრეამბულით, ევროკავშირი არამარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის მშვიდობიან ძალისხმევას აღიარებს, აღვადგინოთ სრული და ეფექტური კონტროლი მთელს ტერიტორიაზე, არამედ ამ რეგიონებს, პირველ რიგში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს სახელწოდებებით მოიხსენიებს.
"საქართველოსათვის ესოდენ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეთანხმებაში, ევროპის 28 წამყვანი ქვეყნის მხრიდან, ოკუპირებული ტერიტორიის ცხინვალის რეგიონის სახელწოდებით მოხსენიება ძალზედ ნიშანდობლივია. ეს, ერთი მხრივ, ევროსკეპტიკოსების შიშს აქარწყლებს, რომ ვითომ ევროპა საქართველოს მისი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იღებს. მეორე მხრივ, საერთაშორისო შეთანხმებაში ცხინვალის რეგიონის სახელწოდების დაბრუნებით, მშვიდობიანი მოლაპარაკებისათვის ტერიტორიის საბოლოო სახელწოდების შერჩევის თავისუფლებას ტოვებს", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია