დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალს დაესწრება
ავტორი:
2014/ივლისი/21 10:00:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში გაემგზავრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფანჯიკიძე 22 ივლისს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მაია ფანჯიკიძე საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ მისი იმპლემენტაციის საკითხებზე და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე, 2015 წლის მაისში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის გათვალისწინებით.
ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი, საქართველომ პარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია