დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩიორა თაქთაქიშვილი ,,მოქალაქის" მიერ გავრცელებულ განცხადებას საგანგაშოს უწოდებს
ავტორი:
2014/ივლისი/19 16:30:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი საგანგაშოს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის" მიერ გავრცელებულ განცხადებას.
დეპუტატის თქმით, ივანიშვილი ცდილობს მედიაზე ზეწოლა განახორციელოს.
,,ბიძინა ივანიშვილი არ არის არასამთავრობო სექტორის აქტორი. ის არის ჩვეულებრივი სახელმწიფო მმართველი ოღონდ ისე, რომ მას არავითარი პასუხისმგებლობა არ აკისრია. მისი ყველა დავალება სრულდება ზედმიწევნით მის წინაშე ანგარიშვალდებული პირების მიერ, როგორიც არის ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები. მის მიერ მედიის კრიტიკა სხვა არაფერი არ არის, გარდა მუქარისა და ზეწოლისა მედიის მიმართ და ჩარევა მათ სარედაქციო საქმიანობაში. იმ ფონზე, როდესაც სრულიად საეჭვო ვითარებაში არის მოკლული ეროსი კიწმარიშვილი, ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრის ფაქტიური მოვალეობის შემსრულებლის ივანიშვილის განცხადება ძალიან საგანგაშოა", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტების პროფესიონალიზმს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ 13 ივლისს, ერთ-ერთ ტელეარხზე მიწვეულმა ცნობილმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა საუბრისას განაცხადა: ,,ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება".
"სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანს არ გაუჩნდა პროფესიონალისათვის შესაფერისი ან თუნდაც ლოგიკური სურვილი, სტუმრისათვის ეთხოვა, განემარტა თავისი დასკვნა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა იგი დემოკრატიის ,,ცუდად ცოდნაში".
თავისთავად მისასალმებელია, რომ დღეს, უკვე თავისუფალ მედიაგარემოში იწყება საუბრები დემოკრატიის რაობაზე, რადგან სწორედ ამგვარი თემების პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი განხილვა მიაჩნია ორგანიზაცია ,,მოქალაქეს" დემოკრატიის გამყარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად.
ამასთან, არ შეიძლება კიდევ ერთხელ ყურადღება არ გავამახვილოთ ზოგიერთ ფაქტორზე, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას, - ეს არის ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას", - აღნიშნულია განცხადებაში.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია