დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლაშა ტუღუში - რაც გუშინ ხდებოდა პრეზიდენტის პერსონის გარშემო, ასეთი პოლიტიკური თამაში არ შეიძლება
ავტორი:
2014/ივლისი/19 14:00:02
რაც გუშინ ხდებოდა პრეზიდენტის პერსონის გარშემო, ასეთი პოლიტიკური თამაში არ შეიძლება, – ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ის რაც გუშინ ხდებოდა პრეზიდენტის პერსონის გარშემო, ასეთი პოლიტიკური თამაში არ შეიძლება, ასეთი ტიპის ურთიერთობები არის არაჯანსაღი, არ უნდა დაუშვან, რომ ასეთი ტიპის სპეკულაციები ხდებოდეს მთავრობას, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ესენი არიან საქართველოს ხელისუფლების შტოები. მათ შეიძლება არ უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ იმ ტიპის დისკუსია, იმ ტიპის ურთიერთობები რასაც ჩვენ ვუყურებდით, მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლება. მიდიოდა საუბარი - მოვიდოდა თუ არ მოვიდოდა პრეზიდენტი, დაპატიჟეს თუ არ დაპატიჟეს, რა იმსჯელეს რომელიღაც პარტიის პოლიტსაბჭოზე, უფრო მაღალია სკამი თუ უფრო დაბალია, სადაც ის იჯდა. არ შეიძლება ასე, ეს არ არის სოფლის კლუბი, ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფო უნდა გავდეს სახელმწიფოს. მართლა სასაცილო იყო ის ვითარება, რაც ხდებოდა", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისი თქმით, ვიღაცის ნება კი არ არის პრეზიდენტი შეასრულებს თუ არა თავის მოვალეობას, პრეზიდენტი ხალხმა აირჩია და თუ არ აწყობდათ ეს კანდიდატი მაშინ რატომ ასახელებდნენ.
"პრეზიდენტი ჩვენ ავირჩიეთ, მას აქვს მოვალეობები და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს მას ამ მოვალეობების შესრულებაში. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავუსვათ წერტილი ასეთ ურთიერთობებს, ნუ გახდიან საკუთარ ქვეყანას სასაცილოდ და დასაცინად. არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
მან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ გუშინ დაიბადა ბავში და მთავარია როგორ გავზრდით მას.
"ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გამოყენება, ეს რთული პროცესია. საქმე არ იქნება მარტო პოლიტიკოსების გასაკეთებელი, ჩვენც, საზოგადოება უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია