დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თაბუაშვილი - 2013 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი იყო 6%-იანი ზრდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა
ავტორი:
2014/ივლისი/19 12:30:04
პარლამენტში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, მართალია დაგეგმილი იყო ბუჯეტის 6%-იანი რეალური ზრდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა.
,,2013 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი პარამეტრებიდან გამომდინარე შესრულება ნაკლები იყო, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ეს ყველაფერი სრულად არის ახსნილი ანგარიშში. ყველაფერი დაკავშირებული იყო პოლიტიკურ არასტაბილურობასთან რაც თავისთავად აისახა შიდაპროდუქტის ზრდის მაჩვენებელზე. ასევე გასულ წელს მოხდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გადახედვა. ამან ყველაფერმა იმოქმედა ბიუჯეტის შესრულებაზე. მართალია დაგეგმილი იყო ბუჯეტის 6%-იანი რეალური ზრდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი თაბუაშვილმა.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტში სხვადასხვა კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია