დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - სანდრა რულოვსი იმ კონფერენციაზე იყო მიწვეული, რომლის მონაწილეებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ
ავტორი:
2014/ივლისი/19 12:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი იმ კონფერენციაზე იყო მიწვეული, რომლის მონაწილეებიც დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, შოუში Шустер LIVE განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ელჩია და მიწვეული იყო ამ კონფერენციაზე იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ამსტერდამიდან ავტრალიაში მიფრინავდა.
"ის ორი თვის წინ იმყოფებოდა ინდონეზიაში ამ ტიპის კონფერენციაზე. რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ აქვს მოწვევა ავსტრალიის კონფერენციაზე, თუმცა მითხრა, რომ შვილთან ერთად იყო და მას ვერ დატოვებდა, ასევე მითხრა, რომ ინდონეზიაში ძალიან დაიღალა და ალბათ ვერ გაემგზავრებოდა. მისი კოლეგები გაემგზავრნენ და დაღუპნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იმ სპეციალისტებიდან, რომლებიც დაიღუპნენ, ზოგიერთი ადრე საქართველოშიც იყო ნამყოფი და სანდრა რულოვსისგან მათ შესახებ ბევრი სმენია.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
"ბოინგ 777" –ის ბორტზე შიდსთან ბრძოლის საკითხებში 100-ზე მეტი წამყვანი ექიმი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იმყოფებდა.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია