დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გოგა ხაჩიძე - სამარცხვინო და არასწორია ის დამოკიდებულება, რასაც უმრავლესობის წევრები ამჟღავნებენ პრეზიდენტისადმი
ავტორი:
2014/ივლისი/18 17:00:03
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მზად არის მიესალმოს პრეზიდენტს პარლამენტში, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს.
გოგა ხაჩიძის თქმით, ის რომ პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას დაესწრება, მნიშვნელოვანია. თუმცა, მისთვის უმრავლესობის მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება მიუღებელია.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. სამარცხვინო და არასწორი არის უმრავლესობის კომენტარები და ის დამოკიდებულება, რასაც ისინი ყოველდღიურად ამჟღავნებენ პრეზიდენტისადმი. მე მას მივესალმები, ისე როგორც ამას ითვალისწინებს პროტოკოლი", - აცხადებს გოგა ხაჩიძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია